Couple of days ago it was my Moms birthday, I want to wish her long life, health and the best second part of her life!!!
წელს პირველად გამოვტოვე შენი დაბადებისდღე ,მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვარ, სად ვარ, რას ვაკეთებ შენ ხარ ის ადამიანი რომელიც ყოველვთის ასოცირდება სახლთან, თბილ გრძნობებთან, ძალიან დიდ სიყვარულთან და სიკეთესთან.
მახსოვს ერთხელ შენ დაბადებისდღეზე ბებოსთან იყავი წასული და ჩვენ და მამამ სიურპრიზი მოგიწყეთ, რომ ჩამოხვედი გაშლილი სუფრა დაგხვედრეთ და სტუმრებიც დაგიპატიჟეთ.
შენ ის ადამიანი ხარ რომელიც ხშირად დედაც იყავი და მამაც ერთდროულად, ყოველთვის გვერდში გვედექი სამივეს და რომელმაც ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ თითოეული ჩვენთაგანი სწორ გზაზე დაგეყენებინა, ძალიან დიდი ძალისხმევით და მოთმინებით.
შენ ის ადამიანი ხარ რომელიც ყოველთვის მამას გვერდში ხარ ერთგულებით და ძალიან დიდი სიყვარულით რომელსაც ესე აშკარად არასდროს გამოხატავ მაგრამ ყოველთვის იგრძნობა ჩვენს ოჯახში.
შენ ის ადამიანი ხარ რომლის დანახვისთანავეც სიმშვიდის გრძნობა მიჩნდება და თავს უზრუნველად ვგრძნობ.
მახსოვს მე-6 კლასში ვიყავი მემგონი, პირველი ორიანი რომ მივიღე ფიზიკაში როგორ ვნერვიულობდი, იმიტომ რომ შენთვის უნდა მეთქვა და როგორ მომეშვა რომ გამიღიმე და მითხარი კაი არაუშავსო,ნუ რა თქმა უნდა ისიც მოაყოლე რო კარგი იქნებოდა მეტს თუ არ მივიღებდი:)))
მინდა იცოდე რომ მიყვარხარ უზომოდ და ვაფასებ იმ ყოველივეს რაც ჩემთვის და ჩვენთვის გაგიკეთებია! მინდა რომ იყო ჯანმრთელი და ძალიან დიდ ხანს ჩვენს გვერდით, იმიტომ რომშენ ყველაზე სუპერ მაგარი დედიკო და ბებო ხარ!!!
No comments:
Post a Comment